მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ვრაზილიის ბრეზიდენტმა დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის გაჩენას აფინანსებდა.
„ლეონარდო დიკაპრიო კარგი ბიჭია, არა? მისი ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“, – განაცხადა ბოლსონარუმ, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გადარჩენა სთხოვა.
„ათასობით კილომეტრზე გავრცელებული კვამლი, რომელიც ადამიანების საქმიანობის გამო ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ათობით ხანძარმა გამოიწვია“,
ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძარი - ფოტო კოსმოსიდან
თავად ლეონარდო დიკაპრიო და „მსოფლიო ველური დაცვის ფონდი“ უარყოფენ, რომ რამე სახის თანხა გადაურიცხეს მოხალისე მეხანძრეებს. ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდი გარემოსდაცვით საქმიანობას ხშირად აფინანსებს.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.