ბრაზილიელი მოდელი ნაჯილა ტრინდადე, რომელმაც გასულ წელს პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ფეხბურთელის წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს.
როგორც Mundo Deportivo იუწყება, ტრინდადე ბრაზილიელ ვარსკვლავს VIP-პროსტიტუციის ქსელის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს გოგონები ბრაზილიიდან საფრანგეთში გადაყავდა სექსუალური ექსპლუატაციისთვის.
განცხადება საფრანგეთის ერთ-ერთ სასამართლოში შევა, რადგან მსგავს ბრალდებასთან დაკავშირებული საქმე ბრაზილიის ტერიტორიაზე ვერ განიხილება.
ადრე იუწყებოდნენ, რომ ტრინდადეს წინააღმდეგ თაღლითობის, ტყუილისა და გამოძალვის ბრალდებით საქმე აღძრეს – სწორედ ნეიმართან დაკავშირებული ამბის გამო.
თავდასხმა გაუპატიურებასთან ერთად – რას ყვება გოგო, რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
თავად ნეიმარი კი სრულად გამართლდა – პოლიციამ ვერ აღმოაჩინა საკმარისი მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად.