LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატზე 72 წლის „Willys“-ით ჩავიდნენ

41

ბრაზილიელები მსოფლიო ჩემპიონატზე 72 წლის „Willys“-ით ჩავიდნენ. გამოცდილმა მოგზაურებმა ლინო ბერგამინიმ და ვანესა სარტორიმ როსტოვის ტერიტორია რარიტეტული 1946 წლის ავტომობილით გადაკვეთეს. როგორც სააგენტო „TACC” იუწყება, ოჯახური წყვილი რუსეთში თავისი ნაკრების მხარდასაჭერად ჩავიდა. ბრაზილიიდან რუსეთამდე გასავლელ გზას კი არც მეტი არც ნაკლები 2 წელი და სამი თვე დასჭირდა. მოგზაურებმა ყველგანმავალით 43 ქვეყანა, მათ შორის შტატები, ალიასკა, კანადა, ეგვიპტე, იტალია, ისრაელი და ავსტრია მოინახულეს. ამჯერად ისინი რუსეთში არიან, სადაც ბრაზილიის ნაკრების მატჩს დაესწრებიან, შემდეგ კი თავის გზას გააგრძელებენ. მთლიანობაში წყვილი 7 ათასამდე კილომეტრის გავლას ვარაუდობს.

რარიტეტული „Willys” ბრაზილიელებმა ერთ-ერთ მუზეუმში შეიძინეს, შეაკეთეს, ცოტა გაათანამედროვეს და ისე მოაწყვეს, რომ შიგნით ცხოვრებაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები