BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში მომხდარ წყალდიდობას და მეწყერს, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, წყალდიდობის მიზეზი კოკისპირული წვიმაა.
ქალაქის მერმა პეტროპოლისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მაშველები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ და დამატებით სამაშველო ჯგუფებს ელოდებიან.