LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიაში ტყეს ცეცხლი რომ მოეკიდა, 1 მილიონი გადარიცხა – მილიონი საჭირო არ არის, უკრაინის მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც დასცდენოდა – გოცირიძე ივანიშვილზე

261
BeFunky-collage (9)

სად არის ბიძინა ივანიშვილის სოლიდარობა უკრაინის მიმართ?! – ბრაზილიაში ტყეს ცეცხლი რომ მოეკიდა, 1 მილიონი გადარიცხა. 1 მილიონი საჭირო არ არის, უკრაინის მხარდამჭერი ერთი სიტყვა მაინც ეთქვა და თანაგრძნობის ერთი სიტყვა დასცდენოდა, – ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

“ქართული ოცნების“ დამფუძნებლის სახელით გავრცელებული წერილის შეფასებისას, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ივანიშვილი შანტაჟის ენით საუბრობს და “ტროიკის“ ლანძღვასა და ფურთხებას თუ გამოვაკლებთ, მისი წერილის შინაარსიც იგივეა“.

„საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო“ – ვინ როგორ აღიქვა ივანიშვილის რიგით მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ

„ბიძინა ივანიშვილის წერილი თვითლუსტრაციაა. ივანიშვილმა აღიარა, რომ უცხოეთის სახელმწიფოებს ურთიერთობა მასთან აქვთ. ელჩი ივანიშვილთან ვახშმად არ მისულა – მას სახელმწიფოს სახელით ელაპარაკება და როცა საუბრობს, სამი საათი ვილაპარაკეთო, თქვას ამ სამ საათში რამდენი იყო სუფრაზე გადატარებული დრო და რამდენი – საქმეზე საუბარი. ამ სამ საათს ისე აჩვენებს, თითქოს საუბარი უმძიმესს პრობლემებზე მიდიოდა და ვიღაცას საქართველოში ომის დაწყება უნდოდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი იარსებებს..“ – რა იყო ივანიშვილის წერილის მიზანი, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს

დღეს, 27 ივლისს, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის სახელით წერილი, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადადგმული ნაბიჯების დადებითად შეფასებაზე, ქვეყნის “ომში ჩართვასა” და საქართველოს პარტნიორებზე.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მეორე წერილი, რომელიც მისი სახელით პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გავრცელდა. პირველი გიორგი გახარიას შესახებ იყო.

იხილეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი: გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია – მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა

ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დავაზე: “არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის”

ივანიშვილი: ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები