ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს.
როგორც „ფორტუნას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩო გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზეა:
„ბრაზილიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.
საელჩო კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები“, – განგვიცხადეს საგარეო უწყებაში.
ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ილია კახაბერიძე ნომერში, სასტუმროს თანამშრომელმა, საწოლზე მიბმული მოკლული იპოვა.
როგორც ბრაზილიური მედია წერს, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.