ბრაზილიაში, ტბაზე კლდის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად ნავევზე მყოფი სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, კიდევ სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაშავდა 32 პირი, მათგან 9 კლინიკაშია მოთავსებული.
ნგრევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს მომენტს, როდესაც კლდე იშლება.
როგორც მედია წერს, მინას გერაისის შტატში რამდენიმე დღეა წვიმს, რამაც კლდეები უფრო მგრძნობიარე გახადა.