ბრაზილიაში, კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 279 ადამიანი ითვლება. 31 დაღუპული ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია. ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
ხელისუფლებამ იმ ადამიანების ოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 60 დაღუპულზე და 292 უგზო-უკვლოდ დაკარგულზე.
ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა, რის შემდეგაც ტალახის ნაკადმა კომპანია Vale-ს ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაფარა. ინციდენტის ადგილზე საავარიო გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩაირთო. სამაშველო ოპერაცია შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.