კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილიამ მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 26 ათასით გაიზარდა, 909 ადამიანი გარდაიცვალა.
პირველ ადგილზე გარდაცვალებით აშშ-ია, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი.
აშშ- 114 669 – გარდაცვლილი
ბრაზილია – 41,828 გარდაცვლილი
დიდი ბრიტანეთი – 41 566 გარდაცვლილი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 828 810 შემთხვევაა დაფიქსირებული, 41 828 პაციენტი გარდაიცვალა.