ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენას გეგმავს. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლოს ალბერტო ფრენსამ განაცხადა, ქვეყანა რუსეთისგან შეიძენს იმდენ დიზელს რამდენიც ეს შესაძლებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, როგორ აპირებს ბრაზილია რუსეთისგან დიზელის შეძენისას, დასავლეთის მიერ მოსკოვზე დაწესებულ სანქციებთან გამკლავებას.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს საკმარისი დიზელი ბრაზილიის აგრობიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენი მძღოლებისთვის. ამიტომ ჩვენ ვეძებდით უსაფრთხო და საიმედო მომმარაგებელს“, – განაცხადა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.