LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილია და მეგობრები: კობიაშვილი მარსელინიოს ბერლინში გააცილებს

45

ლევან კობიაშვილი ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ვარსკვლავურ შეხვედრაში ითამაშებს. 25 მარტს, “ჰერტას” ბრაზილიელი ნახევარმცველის, მარსელინიოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება.

მატჩში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა 50-მდე ფეხბურთელმა გამოთქვა, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბერლინის “ჰერტას” ყოფილი მოთამაშე, ლევან კობიაშვილია.

გერმანიის დედაქალაქში გასამართ შეხვედრაში “ჰერტას” მარსელინიოს მიერ შეკრებილი “ბრაზილია და მეგობრები” დაუპირისპირდება. აქტიური მოლაპარაკებები მიდის რობერტო კარლოსთან და რივალდოსთან და თითქმის გადაწყვეტიალია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ბერლინში ჩავლენ.

ცნობილია იმ ფეხბურთელთა სიაც, რომელთა თამაშიც მარსელინიოს გამოსამშვიდობებელ მატჩში ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ესენი არიან: გაბორ კირაი, ილდირაი ბაშთიურკი, ჰანს ბენ-ჰატირა, კევინ პრინს ბოატენგი, სტეფან ბეინლიხი, ფრედი ბობიჩი, დიკ ვან ბურიკი, სოფიან ჩაჰედი, პალ დარდაი, კრისტიან ფიდლერი, მიხაელ ჰარტმანი, ლევან კობიაშვილი, ბენი კიოლერი, რობ მაასი, ზეკე, მარკო პანტელიჩი, მარვინ პლატშარდტი, მიხაელ პრეეცი, კარსტენ რამელოვი, ჯუზეპე რეინა, მარკო რეჰმერი, სეიად სალიჰოვიჩი, ჯო შიმნიჩი, ანდრეას შმიდტი, ჯოლი სვერისონი, ანდრეას თომი, არტურ ვიხნიარეკი, ფალკო გიოტცი, აილტონი, კაკაუ, მარსელო ბოროდნი, ალანნი, დედე, დიეგო, ჯიოვანი ელბერი, ემერსონი, ევეროტნი, ჟორჟნიო, პაულო სერჟო, კევინ კურანი, ნენე, ლუიზა, ჰანს სარპეი, ლინკოლნი, ნალდო, რობერტო პინტო, ტინგა, დიეგო ბენალიო, დანიელ ბააიერი, მარსელ შაფერი.

მატჩზე დასასწრები 20 ათასი ბილეთი გაყიდულია, თუმცა ორგანიზატორები გაცილებით მეტ მაყურებელს ელიან.

მარსელინიომ კარიერა 41 წლის ასაკში სამშობლოში დაასრულა, თუმცა გამორჩეული პერიოდი ბერლინურ კლუბში ასპარეზობისას ჰქონდა, სადაც 2001-2006 წლებში 155 მატჩი ჩაატარა და 65 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები