LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა.. დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს“ – თორნიკე ბარათაშვილი გელათზე ემოციურ პოსტს ავრცელებს

189
თორნიკე ბარათაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია – „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში გელათის მონასტერში შექმნილ მდგომარეობას აღწერს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

„როცა ხარაჩოზე პირველად ავედი და ეს ვნახე, კარგა ხანს გამიჭირდა რეალობის აღქმა. ასე რთულად ქვემოდან არ ჩანდა სურათი.

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა

ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა და დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს, ისე მძიმედ აღვიქვი ხარაჩოდან ჩამოსულმა ეზოში აღმოვაჩინე, რომ კამერაში არაფერი მქონდა, იქ გადაღებაც ვერ მოვახერხე პირველ ასვლაზე.

მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებდით, რასაც არაფერი ეშველებოდა, თუმცა მძიმე რეალობის გათვალისწინებით ვერ ვიფიქრე, რომ ამის უარყოფის, შეფუთვის, შელამაზების მცდელობას, ვინმე გაბედავდა და ამის გავრცელების შემდეგ, „შემოქმედები“ მყისიერად, დუმილით არ მოსცილდებოდნენ პროცესს.

ბრაზის მიუხედავად დასჯაზე არ მიფიქრია, ვინ რა დოზით შეიძლება დაისაჯოს, რომ სასჯელი ამ დანაშაულის თანაზომადი იყოს და მსგავსი ზარალი გაასწოროს.. გელათზე მიყენებული ზიანი ეს ისაა, რასაც რიცხვებში ვერ გამოხატავ..

„პროფესიულად დაგვიპირისპირდნენ და გვითხრეს რომ გელათში ყველაფერი კარგადაა“ - ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი წულუკიანს

„პროფესიულად დაგვიპირისპირდნენ და გვითხრეს რომ გელათში ყველაფერი კარგადაა“ - ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი წულუკიანს.

ძალა ეყოთ და გაჯიუტდნენ, ბოლოს იმდენად, რომ ომი იქით გამოგვიცხადეს ყველას, ვინც გელათზე ხმას ვიღებდით.

პოლიტანგაჟირებულების სტატუსები მოგვაკერეს, მართულობაშიც გვამხილეს,

„ხარაჩოზე ბოდიალის“ გამო კრიმინალისტების ჯგუფი გამოუშვეს,

ოფიციალურ განცხადებებში ფრესკების დაზიანებას გვაბრალებდნენ..

ათასი ბრიყვული სიშლეგე მოიფიქრეს, მაგრამ ეს უბედურება არ აღიარეს.

ან რა აღიარება უნდა იმას, რაც ფოტოზე ჩანს. თუმცა დოზირებული აღიარება საბოლოოდ მოუწიათ, მესამე წელი მიდის და სტილი არ იცვლება. მაშინ ორი ხელი ჰყოფნიდა იმ ხალხის ჩამოთვლას, ვინც გელათზე ხმამაღლა საუბრობდა პროფესიონალური წრეებიდან, მგონი ერთიც ჰყოფნიდა. ახლა „მეამბოხეთა“ რაოდენობა მზარდია, თანაც სისტემის შიგნით..

“პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა” – კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებულ კვლევაზე

თუმცა, ბევრი დრო გაცდა და სულ მაგას მოვუწოდებდით თითოეული პროფესიონალის გააქტიურებას ოქროს ფასი ჰქონდა, ამ წრის გაფართოება გარდაუვალი იყო. დღეს გელათზე ყველა ლაპარაკობს. ისინიც, ვინც ეჭვის თვალით უყურებდნენ გავრცელებულ მასალებს არასახელისუფლებო მხარესაც და მონდომებით უყრუებდნენ, თითქოს არ ენახათ.

ახალი რა უნდა მოიფიქრონ, პოლიტანგაჟირებულებს და არაპროფესიონალებს, კვალიფიკაციის არმქონეებს ისევ სხვებს უწოდებენ ამის შემოქმედები.

საუბედუროდ, გელათი ის ვეღარ იქნება, რაც თუნდაც 2018 წლის დასაწყისში იყო, მაგრამ აუცილებლად გადარჩება იმ რელიგიური პოპულისტების მონდომებული მავნებლობის მიუხედავად, რომლებიც გასანათლს იორდანიაში აწყობენ, გარეჯის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ, „ფეისბუკზე“ რელიგიურ დღესასწაულებს ხატებით ულოცავენ, ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული.

დასკვნის ავტორები გელათში არასდროს გვინახავსო – ხალხმა, რომლებმაც თავადაც აგერ, ახლა დაიწყეს შემორბენითი სიარული.
პილიგრიმი და მართლმორწმუნე პრემიერი თუ უნახავთ?!

ერთხელ მაინც…“ – წერს თორნიკე ბარათაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები