ბრატისლავას ძველი ქალაქი სრულად ფეხითმოსიარულეთა გახდება. ცვლილებების დამსახურებით ადგილობრივთა ცხოვრება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება, შემცირდება ხმაურის დონე და ისტორიული ქუჩები დანგრევას გადაურჩება. ამის შესახებ the Mayor წერს.
ახალი შეზღუდვები პირველ რიგში ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებს შეეხება. ბრატისლავაში ვეღარ შეხვდებით ცნობილ ტურისტულ მატარებელს თუ რეტრო ავტომობილებს, რომლებიც უკვე 23 წელია ისტორიულ ცენტრში კურსირებენ და ყოველდღიურად მათ 30 ათასამდე ტურისტი იყენებს.
კანონი ძალაში მაისის თვიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ბრატისლავას ისტორიულ ნაწილში უკვე შეზღუდულია. ამჟამად იქ მოხვედრა მხოლოდ სამსახურებრივ და დიპლომატიურ ავტომობილებს შეუძლიათ, ასევე ნაგვის გამტან მანქანებს. ცენტრალური რაიონების მაცხოვრებლები სახლამდე მისასვლელად ავტომობილებს იყენებენ, თუმცა სპეციალური საშვი სჭირდებათ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მათ სიმშვიდეს მცირე გადაადგილებაც კი უშლის ხელს.