LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების მხარე კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

132

პროკურატურა კორცხელის ინციდენტში ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს, ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა განაცხადა.
„ამ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ექვსი პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ხულიგნობას. სავარაუდოდ დღეს მიმართავს ბრალდების მხარე სასამართლოს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო შსს-მ გამოძიება 22 მაისს დაიწყო, საქმე 125-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გუშინ კი 5 პირს, გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა  239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.