LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brabus-მა ყველგანმავალი ნახევარ მილიონ ევროდ შეაფასა

53

ატელიე Brabus-მა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც თავისი წინა თაობის ყველგანმავალის Mercedes-Benz G500 4×4²-ის ექსტრემალური მოდიფიკაციაა წარმოდგენილი – Adventure. ატელიემ ავტომობილის ღირებულებაც დაასახელა – 540 242 ევრო.

ექსტრემალური ყველგანმავალი, რომელიც ჟენევის მოტორშოუზე აჩვენეს, აღჭურვილია საექსპედიციო საბარგულით, დამატებითი სინათლის ტექნიკით, ასევე ყველგანმავალი კბილანებიანი საბურავებით.

კაპოტ ქვეშ Brabus 550 Adventure 4×4²-ს ოთხ ლიტრიანი ბიტურბირებული V8 ძრავი აქვს, რომლის სიმძლავრეც 550 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს ყველგანმავალი 6,7 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/საათი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები