LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brabus-მა ახალი G-Class-სთვის ტიუნინგი მოამზადა

727

Brabus-მა Mercedes-Benz G-Class-ის ახალი მოდელის პირველი ვერსია წარადგინა, რომელიც G500-ის ბაზაზეა შექმნილი.

სტანდარტულ G-Class – ს ოთხლიტრიანი ბიტურბო ძრავი, 422 ცხენის ძალა და ცხრა სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს, 100 კმ/სთ სიჩქარეს დაძვრიდან 5,9 წამში ანვითარებს, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 210 კმ/სთ-ია.

ახალ მოდელს 500 ცხენის ძალა ექნება და 100 კმ/სთ სიჩქარეს დაძვრიდან 5,7 წმ -ში განავითარებს. ჯიპი, აეროდინამიკური ნაწილებით, მეტად აგრესიული დიზაინის ბამპერებით, მასიური სპოილერით და 23 დიუმიანი დისკებით იქნება აღჭურვილი, სალონი G-Class-ს ტრადიციულად ტყავის ექნება.

 

Mercedes-Benz G-Class – ის ახალი მოდელის სავარაუდო ფასი ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები