LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Brabus-მა ახალი ავტობუსი წარმოადგინა

76

გერმანულმა ატელიე – Brabus-მა Mercedes-Benz Sprinter-ის ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელმაც სახელწოდება Conference Lounge მიიღო. ახალი მოდიფიკაციის ღირებულება 225.000 ევროს შეადგენს. აღნიშნული მოდელი ცნობილ სედანზე – Mercedes-Maybach S600-ზე 60.000 დოლარით ძვირი ღირს.

,,სპრინტერმა’’ პნევმატიკური საკიდარი, ახალი განათების სისტემა და 18 დიუმიანი დისკები მიიღო. ინტერიერი ტყავის სავარძლებითაა წარმოდგენილი და ყველა მხარეს დიოდური  განათებაა დამონტაჟებული. მგზავრებისთვის ხელმისაწვდომია 10 ინჩიანი პლანშეტური კომპიუტერები, ასევე Apple TV და Blu-Ray დამკვრელი. ავტობუსში ასევე არის მაცივარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები