პოპულარული ამერიკული არ ენ ბი ჯგუფი “boyz To Men” გუშინ ღამე თბილისში ჩამოვიდა. მუსიკოსები საქართველოში “საქართველოს ბანკის” მოწვევით იმყოფებიან, მათ პროექტი “Solo” მასპინძლობს.
90-იანების მუსიკალური პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლებს არაერთი ჰიტი აქვთ და საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავთ.
“გრემის” მფლობელი ჯგუფის პროგრამას მსმენელი დღეს და ხვალ ფილარმონიაში მოისმენს, ერთი კონცერტი დიდ დარბაზში გაიმართება, მეორე – “ივენთ ჰოლში”.
ამ წუთებში ჯგუფი პირველ რეპეტიციას გადის. კადრები “ივენთ ჰოლიდან” თათა სადრაძემ მოგვაწოდა.
მუსიკოსებმა უკვე მოასწრეს ქართული სამზარეულოს დაგემოვნება და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
ნინო მურღულია