LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოუის ალბომმა აშშ-ს ჩარტში პირველი ადგილი პირველად დაიკავა

34

ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუის ალბომი “Blackstar” ამერიკული Billboard-ის ჩარტში პირველ ადგილზეა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ეს ბოუის ერთადერთი ალბომია, რომელმაც ამერიკულ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ალბომის გამოსვლიდან პირველივე კვირას აშშ-ში 181 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.

ამასთან, ამერიკაში ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მეხუთე ადგილზე ბოუის საუკეთესო ჰოტების ნაკრები მოხვდა.

დევიდ ბოუი 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ალბომი “Blackstar” გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები