Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბოტსვანაში სპილოები მასიურად იხოცებიან – რა არის ამის მიზეზი? – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოტსვანაში სპილოები მასიურად იხოცებიან – რა არის ამის მიზეზი?

218
page

სამხრეთ აფრიკული ქვეყანა კონტინენტზე მოსახლე სპილოების პოპულაციის ერთი მესამედის სახლია, სწორედ ამიტომ ორმაგად შემაშფოთებელია ცნობები იმის შესახებ, რომ ბოტსვანაში სპილოები მასიურად იხოცებიან, მიზეზი კი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მაისის დასაწყისიდან ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტის ტერიტორიაზე  350-ზე მეტი სპილოს სხეული აღმოაჩინეს.

დოქტორ ნილ მაკკენის აზრით, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. აქამდე ამდენი სპილო ერთდროულად არ დახოცილა არც ერთი მიზეზით, გარდა გვალვისა, თუმცა ამჯერად გვალვა მიზეზი არ არის.

ქვეყნის მთავრობა შესაძლო მიზეზებიდან ბრაკონიერობასაც გამორიცხავს, რადგან ყველა სპილოს ეშვები ადგილზე ჰქონდა. გარდა ამისა, მიზეზი რომ ციანიდით მოწამვლა იყოს, რომელსაც ბრაკონიერები იყენებენ, არა მხოლოდ სპილოები დაიხოცებოდნენ, არამედ სხვა ცხოველებიც.

ამ ეტაპზე შესაბამისი პირები მოწამვლის ან რაიმე დაავადების ვერსიებზე მუშაობენ, ლაბორატორიული კვლევების შედეგები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები