რაშის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო-კვლევითი ცენტრის მეცნიერების განცხადებით, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულის ხშირი მიღება გონების შრომისუნარიანობას ახანგრძლივებს.
კვლევის ხელმძღვანელი მარტა კლერ მორისი თვლის, რომ საკუთარ რაციონში ფოთლოვანი კომბოსტოს, ისპანახის, ფოთლოვანი მდოგვის, რუკოლას და კრეს-სალათის შეტანით, მაქსიმალურად შევამცირებთ კოგნიტივური უნარების დაქვეითების პროცესს და დიდი ხნით შევინარჩუნებთ ნათელ გონებას.
ექსპერიმენტში ათასამდე ასაკოვანი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა კვების რაციონს მეცნიერები ხუთი წლის მანძილზე აკონტროლებდნენ. კვლევამ დაადგინა, რომ ისინი, ვის რაციონშიც მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული დომინირებდა, ანუ ისინი, ვინც დღეში 1-2 პორცია სასარგებლო ბოსტნეულს მიირთმევდა, უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ გონებრივ შესაძლებლობებს, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ უარს ამბობდა ბოსტნეულის მიღებაზე.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დადებით გავლენას გონებაზე ვიტამინ К, ფოლიევის მჟავა, ბეტა-კაროტინი და ლუტეინი ახდენენ, რომელთაც მრავლად შეიცავს ფოთლოვანი ბოსტნეული.