„სამწუხარო ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საელჩომ საქართველო დაუცველ ქვეყანათა სიაში გადაიტანა“, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმის კურსი“ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა.
შალვა ალავერდაშვილი იმედოვნებს, რომ საელჩოს ეს განცხადება შემომსვლელი ვიზიტორების რაოდენობაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.
„საუდის არაბეთის საელჩომ საკუთარ ხალხს საქართველოში მოგზაურობისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მიზეზი ადგილზე არაჯანსაღი კრიმინალური სიტუაციაა. შედეგად, ერთი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთ რეისზე საქართველოში ჩამოსვლაზე უარი 40-მა ადამიანმა თქვა. თავად გადავთარგმენთ რაც ეწერათ: ჩამონათვალში იყო ის, რომ ბოშები აღმაშენებლის გამზირსა და მეიდანზე ჩამოსულ სტუმრებს სამკაულებს აცლიან, ზოგს კი ფულს ჰპარავენ. განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყო გაკეთებული“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა „საქმის კურსში“.
მისივე განმარტებით, შშს-ს ამ ფაქტზე რეაგირება სთხოვეს, თუმცა, როგორც ალავერდაშვილი ამბობს, ეს განცხადება დღემდე ისე დევს.