გერმანული კომპანიები Bosch და Mercedes-Benz თავიანთ ძალებს აერთიანებენ და ავტომობილებისათვის ავტონომიურ პარკინგზე მუშაობენ. როგორც მწარმოებლები ვარაუდობენ, მომავალში მძღოლები ავტომობილების დაპარკინგებას სმარტფონზე სპეციალური შეთავაზების საშუალებით მოახერხებენ.
ცნობილია, რომ თანამედროვე მეგაპოლისებში საპარკინგე ადგილის პოვნა მარტივი არ არის, ამიტომაც განიზრახეს გერმანულმა კომპანიებმა პრობლემის მოგვარება. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ისიც გაითვალისწინეს, თუ რა მანძილის გავლა უწევთ ფეხით პარკინგიდან დანიშნულების ადგილამდე მძღოლებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ასეთი პარკინგი გერმანული მწარმოებლის მუზეუმში, შტუტგარტში მდებარეობს. საინტერესოა, რომ მსგავსი სიახლით სარგებლობა ყველა ავტომობილს არ შეუძლია. ჭკვიანი პარკინგით სარგებლობის პრინციპი ძალიან მარტივია – უპილოტო ავტომობილის მფლობელი, სმარტფონზე სპეციალურ შეთავაზებას ააქტიურებს, რომელიც თავისუფალ ადგილს პოულობს. მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით ავტომობილი დამოუკიდებლად მიდის საპარკინგე ადგილზე. როდესაც მძღოლს ავტომობილი დასჭირდება, შეთავაზების წყალობით ავტომობილი ისევ დამოუკიდებლად მიაკითხავს პატრონს.