ევროპის ლიგის მორიგ მატჩზე ”ბორუსიასთან” ”გაბალას” საქომაგოდ მხოლოდ ერთი გულშემატკივარი მივიდა.
აზერბაიჯანულმა კლუბმა დორტმუნდში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი ითამაშა და 0:4 დამარცხდა. სექტორი, რომელიც დორტმუნდელებმა სტუმარი გუნდის თაყვანისმცემლებს დაუთმეს, სრულიად ცარიელი იყო. გერმანიამდე ”გაბალას” მხოლოდ ერთმა გულშემატკივარმა ჩააღწია.
”ბორუსიამ” კი ოთხ მატჩში 10 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში ადგილი გაინაღდა.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან თბილისის ”დინამოს” გამგდები ”გაბალა” კი, რომელმაც ოთხიდან სამი შეხვედრა წააგო, С ჯგუფის ფსკერზეა.