”ბორუსიამ” ახალ ფლეშმობში ”გაშეშებული ადამიანები” მიიღო მონაწილეობა.
დორტმუნდელებმა ესტაფეტა სტეფ კარისგან და ფეხბურთის ნაციონალური ლიგისგან მიიღეს.
ფლეშმობის არსი შემდეგშია – უტყუარ მანეკენად უნდა მოაჩვენო თავი. ამაზე მეტყველებს ჰეშტეგი #MannequinChallenge. მასში მონაწილეობა უკვე მიიღეს ფეხბურთის ნაციონალური ლიგის მოთამაშეებმა და ნბა-ს სუპერვარსკვლავმა და ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელმა სტეფან კარიმ. მან წარმოდგენაში მთელი რესტორანი ჩართო.
დორტმუნდელებმა კი გადაღების ადგილად სატრენაჟორო დარბაზი აირჩიეს.
A video posted by Shinji Kagawa 香川真司 (@sk23.10) on
A video posted by Wardell Curry (@stephencurry30) on