დორტმუნდის „ბორუსიამ“ სეზონში საკლუბო დასწრების რეკორდი მოხსნა.
დორტმუნდელთა საშინაო მატჩებს 1948880 ადამიანი ადევნებდა თვალ-ყურს.
წინა რეკორდი 2013/14 წლების სეზონზე მოდიოდა, როდესაც „სიგნალ იდუნა პარკს“ 1 მილიონ 855 ათას 156 მაყურებელი ეწვია.
ორი წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის ასი ათასი გულშემატკივრით გაიზარდა. 26 საშინაო თამაშს შავ-ყვითელი გუნდის 1 მილიონ 948 ათას 880 ქომაგი ესწრებოდა, – იუწყება Transfermarkt.de. ამ რიცხვს ის გაყიდული ბილეთებიც მიათვალეს, რომელიც დორტმუნდელთა სეზონის ბოლო მატჩზეა რეალიზებული „კიოლნის“ წინააღმდეგ (თამაში დღესაა, 14 მაისს).
„ბორუსიამ“ წლევანდელი ბუნდესლიგური სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.