LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორტგამცილებელმა რეისი ჩაშალა, რათა ყოფილი შეყვარებული ახალ შეყვარებულთან ერთად არ გაფრენილიყო

113
8757

ავიაკომპანია Aerolineas argentinas ბორტგამცილებელმა იცრუა, რომ ბორტზე ბომბი იყო, რათა რეისი ჩაეშალა. Daily Mail-ის ინფორმაციით, ხომალდი ბუენოს-აირესიდან მაიამისკენ მიემართებოდა და მგზავრთა შორის ეკიპაჟის მატყუარა წევრის ყოფილი შეყვარებული იყო.

როგორც გამოცემა აზუსტებს, 47 წლის დანიელა კარბონემ შვილის მობილური ტელეფონიდან აეროპორტის თანამშრომლებს დაურეკა, რათა ყოფილი შეყვარებულისა და მისი ახალი მეორე ნახევრის გეგმები აერია. ზარის დროს ქალმა ხმა შეიცვალა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ პოლიცია მის კვალზე მაინც გავიდა და დააკავა კიდეც.

კარბონე სამსახურიდან მაშინვე გაათავისუფლეს და გამოძიებაც დაიწყო. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ყოფილი ბორტგამცილებელი სინამდვილეში საიდუმლო აგენტია და ავიაბიზნესის დესტაბილიზაციაზე მუშაობს. ყოფილი შეყვარებულის ისტორია კი უბრალოდ მიზეზია.

„მე მასთან 5 წელი გავატარე და შეუდარებელი ქალი ვიყავი, ვფიცავ, რომ მისთვის ფიქრებშიც კი არ მიღალატია. და როცა ასეთი ერთგულებისთვის პასუხად ღალატს იღებ, თავს განადგურებულად გრძნობ,“ – ამბობს დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები