LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია – სააკაშვილის პატიება დაუშვებელია!: ია მეტრეველი

127
ია მეტრეველი

„ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია – სააკაშვილის პატიება ყოვლად დაუშვებელია!“, – ასე აფასებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მღვდელმთავრების ნაწილის განცხადებას, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მომხრეები არიან.

მისი განცხადებით, „როგორ შეიძლება მკვლელი შეწყალება, რომელმაც ახალგაზრდები გაჟლიტა, ქვეყანა გაანადგურა, გაყიდა მიწები და რუსეთს ჩააბარა ყველაფერი“.

„მე მინდა გამოვეხმაურო მღვდლების და მეუფეების მცირე ნაწილს. ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია. მინდა გამოვხატო წუხილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწერონ ხელი პეტიციას! სააკაშვილის პატიება ყოვლად დაუშვებელია! ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, მაგრამ უნდა მიუტევო იმას, ვინც ნანობს თავის დანაშაულს. უდიდესი დანაშაულები აქვს და ნანობს კი არა ერთი სული აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და უარესი გაგვიკეთოს, ვინც ცოცხლები დაგვტოვა გაგვანადგუროს“,-აღნიშნავს ია მეტრეველი.

ცნობისთვის, დღეს, 14:00 საათზე, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები