ბორჯომის ხეობაში ხანძარის ლოკალიზებაში „მთის კურორტების განვითარების კომპანიაც” მონაწილეობს. კომპანიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, წაღვერის თავზე, ე.წ არჯევანიძეების ტყის მასივში, მთელი ღამის განმავლობაში, ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით გზების გაჭრის სამუშაოებში მონაწილეობდნენ.
”მთლიანობაში სამ კილომეტრადე გზა გაიჭრა, რათა სახანძრო- სამაშველო მანქანებს შეძლებოდათ ტყის ტერიტორიაზე გადაადგილება და ცეცხლის ლოკალიზება. ასევე გაკეთდა ცეცხლისთვის უსაფრთხოების კორიდორები, რომ არ მოხდეს ცეცხლის არეალის მომატება. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი”, – ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.