LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები 448 632 ლარი ჯდება

11

ბორჯომში გზის საფარი ჯამში 2 052 მეტრ მონაკვეთზე ეწყობა. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 448 632 ლარით დაფინანსდა.

ამ ეტაპზე დაბა წაღვერში ასფალტბეტონის საფარი ეწყობა. სოფელ დაბაში კი საფარის გარდა, სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების პროცესში 35 ადამიანი დასაქმდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილობრივებს მოუწესრიგებელი და გრუნტის გზით სარგებლობა დიდი ხანია უწევდათ. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა გადაადგილებას კომფორტულად შეძლებს.

fortuna.ge