ბორჯომში 9 აპრილის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამანქანო და საფეხმავლო გზასა და მის გასწვრივ არსებულ მოაჯირებს. ფეხით სავალი ნაწილი მოპირკეთდა გრანიტის ფილებით. მოეწყო სანიაღვრე არხები, განხორციელდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია.
ამით საბოლოოდ დასრულდა 9 აპრილის ქუჩის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული რამდენიმე წლიანი სამუშაოები.