შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.
აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.
ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.
ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.