LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბორჯომს ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული” – მთავრობამ “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოში გიორგი მაისურაძე დანიშნა

79
საქკაასგფბელი

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული „ბორჯომის“ პრობლემების მოგვარებაში. მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძეა დანიშნული.

„ბორჯომს ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული, იცით რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძირითად მარეგულირებლებთან იყო შეთანხმებული და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპანიამ ძირითად ბაზრებზე ოპერირების აღდგენა მოახერხა და დღეს ის სრულად ფუნქციონირებს საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც პრობლემები ჰქონდა შექმნილი, თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია ჰოლდინგური კომპანიის დღის წესრიგშია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს ადეკვატური, მოქნილი და მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან შეიქმნა.

ეს პროცესი მიმდინარეობს და მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება, თუმცა ოპერატიულ მართვაში ჩართულები არ ვართ. ამას კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა ახორციელებს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად სახელმწიფოსთანაც თანხმდება ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბორჯომის სტრატეგიული ბრენდის ინტერესები კიდევ უფრო მეტად დავიცვათ და კიდევ უფრო ძლიერად იყოს ბორჯომი როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი; მეორე ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერისგან საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ კომპანიის 7.73%-იან წილი გადაეცა, რასაც წინ უძღოდა IDS BORJOMI International-ის მიერ, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, წარმოების შეჩერება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები