LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა

332
მამაოოოო

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის,  დეკანოზ, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეპისკოპოსს სიმსივნე ქონდა და სხვა თანმხლები დაავადებები. ამასთან ის კორონავირუსს ებრძოდა.

”დღეს, დილით გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა და ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა. ამასთან ერთად, კორონავირუსიც დაუდგინდა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ლაზარე სამადბეგიშვილი 65 წლის იყო.

ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) 1955 წლის 20 აგვისტოს დაიბადა. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად.

მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ექსარქიაში. 2014 წლის 11 ივნისს მოხდა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 2016 წლიდან დაადგინეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები