ბორჯომის ტყეში დაახლოებით 55 წლამდე კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კაცი ბორჯომის ტყეში ხის მოსაჭრელად იყო წასული.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.