LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

78

ბორჯომის ტყეში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ამჟამად ავიაცია სწორედ აღნიშნული კერის დამუშავებას ახორციელებს.

სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ლედი ოქროპირიძე, “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ მასშტაბური კერა არსად არ არის, თუმცა, ვინაიდან ბორჯომში ამჟამად ქარია, ჩნდება პატარ-პატარა კერები.

იმ ადგილზე, საიდანაც კვამლი ამოდის, ამჟამად ჯანსაღი ხეებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები