ბორჯომის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს. გოგიჩაიშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე, გასულ კვირას გადააყენეს. ჩაჩანიძის გადაყენებას მხარი 19-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, მისმა თანაპარტიელებმა.