Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

66
borjomi

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ხანძრის კერის მიმართულებით შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი მორეაგირე ჯგუფები. მათი გადმოცემით, ხანძარი გავრცელებულია შერეული ტყის ქვედა საფარზე და ნაწილობრივ ხეებზე. რთული რელიეფის გამო, კერებთან ვერ ხერხდება სპეციალური ტექნიკის მიყვანა. მეხანძრე-მაშველებს ფეხით გადაადგილება და ცეცხლის ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით ქრობა უწევთ.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ დროისთვის 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები არიან ჩართულნი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ხანძრის კერებზე უკვე განახორციელა 18 დასხმა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ხანძრის ტერიტორიაზე და აქტიურ სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებენ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.