LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს დასამტიცებლად კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს

112

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს დასამტიცებლად კვლავ გაზრდილ ხელფასებს წარუდგენს. საბიუჯეტო სამსახურს დოკუმენტი უკვე მზად აქვს. საკრებულოში კი აცხადებენ, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, როგორც ამას მერია ითხოვს, მხარს ისევ არ დაუჭერენ.

„ერთადერთი მხოლოდ მერის ხელფასი რჩება იგივე 2 650 ლარი, ანუ 2017 წელს რაც იყო განსაზღვრული. ლევან ლიპარტია არ ითხოვს ხელფასის მომატებას“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

როგორც ბორჯომის მერის, ასევე უცვლელია საკრებულოს უმრავლესობის პოზიციაც. „ჩვენ ისევ არ დავუჭერთ მხარს ხელფასების იმ ოდენობით გაზრდას როგორც ეს მერიაში სურთ. თანამდებობის პირებისთვის მაქსიმუმ 200 ლარით მატებაზე ვიყოთ თანახმა. რაც შეეხება რიგით თანამშრომლებს, მათთვის ხელფასების გაზრდას მანამდეც ვუჭერდით მხარს და არც ახლა ვიქნებით წინააღდეგი“, – აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და ამატებს, რომ სხდომას მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში დანიშნავს.

პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა.  სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები