ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ მეზობელი სახელმწიფოების გარდა ევროკავშირსაც მიმართა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს.
„ყველა ინფორმაციაა გაგზავნილი მეზობელ ქვეყანასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. ვფიქრობ, გავძლიერდებით,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.