LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონის კაბინეტის ოთხი მაღალჩინოსანი თანამდებობას ტოვებს

86
qfyr7i6xbmlqxpu

ბორის ჯონსონის კაბინეტის ოთხი მაღალჩინოსანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის მრჩეველებმა რეზიდენცია რამდენიმე საათიანი შუალედით ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს. მათ შორის არიან კომუნიკაციების დირექტორი, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შტაბის უფროსი და უფროსი საჯარო მოხელე.

მიზეზად ბორის ჯონსონის მიმართ – საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაჩენილი შეკითხვები სახელდება. პრემიერის რეზიდენციის სპიკერის თანახმად, კაბინეტის წევრებს გადადგომა ამ დრომდეც სურდათ და შემცვლელების გამოჩენას ელოდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები