ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველების მიმართ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“.
„ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზედაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.
თუ ოცნებას კანდიდატის სტატუსი სურს, რუსეთთან ომი არა, უნდა გაატაროს რეფორმები: გრეგოროვა