LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი: მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს, არ იქნება დაღლა, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას

137
ჟოზეფ ბორელი

ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად მშვიდობის დამყარება უკრაინელებს უნდათ.

„მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება. ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი“, – განაცხადა ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები