ბრედლი კუპერი გასულ წელს, მოდელ ირინა შეიკს 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. საზოგადოება დარწმუნებით აცხადებდა, რომ წყვილის დაშორების მიზეზი, კუპერისა და ლედი გაგას რომანი იყო, თუმცა, საბოლოოდ ეს ინფორმაცია არ დადასტუდა.
და აი, დადგა დრო, სასურველმა საქმრომ ახალი პარტნიორი აირჩიოს. ბრედლიც დროს არ კარგავს და არც მეტი, არც ნაკლები „ბონდის გოგოზე“ მიაქვს იერიში – ანა დე არმასი 29 წლის მსახიობია, რომელიც ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში, პარტნიორობას აგენტ 007 -ს უწევს.
წყვილი ბევერლი ჰილსზე, ამერიკული კინოხელოვნების სახლში შენიშნეს, ბრედლი ანათი მოჯადოვებული იყო, ანა კი მთელი საღამო ბრედლის ირგვლივ ტრიალებდა და მის ხუმრობაზე იცინოდა. ტაბლოიდების განცხადებით, წყვილის შორის ნამდვილი ქიმია შეინიშნებოდა.