ბრიტანელმა მსახიობმა დენიელ ქრეიგმა უარი განაცხადა 68 მილიონ დოლარზე ჯეიმს ბონდის მორიგ ორ ფილმში მონაწილეობის სანაცვლოდ. როგორც წყარო აცხადებს, მსახიობმა დაასრულა ფილმზე მუშაობა და ახალი პროექტებითაა დაინტერესებული. ქრეიგი ყველზე მაღალანაზღაურებადი ბონდია ფილმის არსებობის ისტორიაში. მას საერთო ჯამში 38 მილიონი დოლარი აქვს აღებული. მსახიობმა ბონდიანას სამ ფილმში ითამაშა.
აქვე ცნობილი ხდება, რომ კინოსტუდია MGM აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსახიობ ტომ ჰიდსტონთან ბონდის ახალ ფილმში მონაწილეობაზე.