LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბომბარდირი მე გავხდები: რონალდომ ნიძლავი დადო

118

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ შეძლებს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვოს.

ესპანური რადიოს Onda Cero-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა თანაგუნდელებთან სანაძლეოც დადო, რომ მოიგებს პრიმერას გოლეადორობას.

მოგებულ თანხას კრიშტიანო ქველმოქმედებას მოახმარს.

ჯერჯერობით კი რონალდოს საქმე კარგად არ მისდის და თითქოს გატანაც გადაავიწყდა. ლა ლიგაში 11 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე ერთადერთი გოლია. პრიმერას საუკეთესო ბომბარდირი კი ამ მომენტისთვის ლიონელ მესია – 12 გოლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები