LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე” – ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ძმების დედა

227
BeFunky-collage - 2022-10-23T014240.619

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული შემდუღებელი ძმების, გიორგი და ვალერი გობეჯიშვილების დედა, მარინა გობეჯიშვილი აცხადებს, რომ მის შვილებს მომხდართან კავშირი არ აქვთ.

მისივე თქმით, ბოლოს საუბარი იყო იმაზე, რომ ჯოხი საბოლოოდ მათზე გადატყდა.

“იქ მოხდა მილების შეფუთვა, აგრეგატებიდან გამომდინარე მილების შეფუთვა. იქ შედუღება არაფერ კავშირში არ იყო, არ შეუდუღებიათ უბრალოდ მიიტანეს დაჭრილი ლისტები და დაამაგრეს ბოლტებით, ორი აგრეგატის ცხაური ახადეს, მესამე აგრეგატთან მივიდნენ, მაგრამ არ მოუხდიათ, არ იყო მაგის საჭიროება, რომ მოეხსნათ ეს ცხაური ისე დაამაგრეს ის ლისტი. შეფუთეს, შავი გადაათეთრეს, ვიდეოშიც პირნათლად ჩანს, ამოწმებენ, რომ რამე ხომ არ არის ჩახვეული.

იქ შემთხვევითობას ადგილი არ ექნებოდა, რადგან ვერ მოაყოლებდნენ იმხელა კაბელს, თუ სადენს ცხაურსა და ბეტონს შორის. არ აუხდიათ, იქ მაინც ვერ მოჰყვებოდა.

ჩვენ აღარ ვიცით უკვე, შეიძლება იქ ახადა იქ ტარდებოდა გაწმენდითი სამუშაოები, იმიტომ, რომ ისე ვერ გაუშვებდნენ აუზში წყალს. შეიძლება ახადა კიდეც და შემდეგ დაფარეს არასწორად.

ბოლოს იყო საუბარი, რომ ჯოხი გადატყდა მათზე. მესმის, მაგრამ ეგენი არ განიხილავდნენ მაგ თემას, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ არ იყვნენ მაგ თემაში დამნაშავეები”, – აცხადებს “მთავარ არხთან” საუბრისას მარინა გობეჯიშვილი.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ, რომელსაც 13 წლის მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე შეეწირა, საზოგადოებამ მხოლოდ ის იცის, რომ ამჟამად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე 9 პირია დაკავებული.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირია დაკავებული – მათ შორისაა „გრინსერვის +“ -ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძე

ლაშა ფურცხვანიძე – არ ვაპირებ არსად გაქცევას, ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩემი მორალის გამო ვერ გავიქცევი

მათგან ორი სწორედ იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომლის პასუხისმგებლობაშიც სავარაუდოდ, აღნიშნული შადრევნის უსაფრთხოების წესების დაცვა შედიოდა. ასევე, თანამდებობა დატოვა თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა გიგაშვილმა.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

რელეს საკითხი რჩება მთავარ კითხვად – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავადგინოთ, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების ნორმებმა – ბასილაია ვაკის პარკის ტრაგედიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები