LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სიმართლე დავამტკიცო“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

231
Untitled design

„ნიკო, თითქოს, ორი წლის ასაკის შემდეგ იყო სრულყოფილი ადამიანი… ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ მისი ჰორიზონტი არ ჩანდა“, – 2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ბავშვობასა და ცხოვრებაზე მისი დედა იზა ომაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობს.

როგორც იზა ომაძე სიუჟეტში აღნიშნავს, ნიკო იყო უნიკალური შვილი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი მშობლები ბედნიერები ყოფილიყვნენ და რომ ნიკომ ეს შეძლო.

იზა ომაძე აღნიშნავს, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეს ბოლომდე მიიყვანს და „აუცილებლად გააშიშვლებს სისტემას“.

„არაერთხელ აღვნიშნე, რომ ნიკო კვარაცხელია არ მოუკლავს თავის თაობას და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ჩემი შვილი ნიკო კვარაცხელია მოკლეს როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან ბევრის გაკეთება უნდოდა, მოკლეს ნიკოს იდეა და ნიკო აქ ზოგადი სახელია, ზოგადად, ბოლო პერიოდში მე ვხედავ ძალიან ბევრი იდეის კვლას, ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სიმართლე დავამტკიცო.

ჩემს გამოსვლებში არაერთხელ ვახსენე, რომ აუცილებლად გავაშიშვლებ მეფეს – შეიძლება მეფე არ იყოს პიროვნება, მაგრამ მეფე იყოს სისტემა. მე ბოლომდე უნდა შევძლო, რომ ჩემი შვილის საქმე ბოლომდე მივიყვანო, მე კიდევ 4 შვილი მყავს და იმ 4 შვილს ვუთხრა, რომ თქვენ გექნებათ მომავალი, გააგრძელეთ სწავლა, დღეს ამას ვერ ვეუბნები“, – ამბობს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე 2021 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

ამავე თემაზე:

„მოვუწოდებ ერთ-ერთი მკვლელის დედას, მისცეს შვილს უფლება მოყვეს ყველაფერი.. ნიკო მოკლეს ქვეყნის მტრებმა“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

“დღემდე ვითხოვდი სინანულს, მაგრამ, არა…წარმოიდგინეთ პატიება არც არავის უთხოვია” – რას ამბობს, ნიკო კვარაცხელიას დედა, რომელმაც შვილის მკვლელებს აპატია

“ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო” – იზა ომაძე

ნიკო კვარაცხელიას დედა: “როცა საქმეში გავეშებული ცხოველური, იუდასეული ინსტინქტით დაგიპირისპირდებიან, შვილს მოგიკლავენ, მაშინ ძალიან, ძალიან ძნელია გლოვას თავი დააღწიო…დღეს ყველა ერთად მეტკინა, თანაც ისე, რომ ბოლო ხმაზე მინდა ვიყვირო და ხმა მივაწვდინო მენატრები!”

„ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში“ – ნიკო კვარაცხელიას ვიდეო, სადაც Feedc-ის უპირატესობაზე საუბრობს

“ერთი წელი გავიდა სასტიკი მკვლელობიდან…ბატონო პრემიერო, გთხოვთ, განადგურებული ხუთი შვილის დედა…” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები