LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

423
სანდრა და ნიკოლოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველას შობას ულოცავს და პატრიარქს მადლობას უხდის, სანდრა რულოვსისა და ნიკოლოზის თბილად მიღებისთვის.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა ვუპასუხო მათ ვინც “სულიერი რეალობა” რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა “სულიერი”.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია, მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა – ალასანია

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.

ყველას გილოცავთ შობას.“. – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები