LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო წლებში, რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება გაიზარდა – რა დაუჯდა საქართველოს მისი შესყიდვა

78
1556893640-გაზი-1024x511

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების კვლევის შედეგების თანახმად, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. კვლევის მიხედვით, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა.

„რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით. რუსეთს საქართველოს ექსპორტში ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს; რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა; 2021 წელს რეკორდულად მაღალი იყო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც, რომელმაც 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა; იმპორტის მხრივ საქართველო ყველაზე მეტად რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 220 აშშ დოლარიდან 260 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რუსულ პროდუქციას საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% ეკავა“, – აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიტანეთ; ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოს 77 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები